Страницы



 პროექტი:      "პლანეტის ცისფერი    თვალები"


         2016  წლის  მაისსში წმ. გაბრიელ  ეპისკოპოსის სახელობის   ქ.   წყალტუბოს  სასულიერო    გიმნაზიის     მე-7 ა კლასში   ჩატარდა კვირეული,
                        " პლანეტის ცისფერი  თვალები"
         კვირეულის მომზადებასა დაგეგმვაში   მონაწილეობა მიიღო   გერმანულის ენის პედაგოგმა  ინგა კირტავამ,  ხელოვნების პედაგოგმა   თეა  სულაბერიძემ და გეოგრაფიის პედაგოგმა   ნაზი თედორაძემ.
        თემა მოიცავდა ხმელეთის წყლებს.   (მდინარეები. ტბები, წყალსაცავები, მიწიქვეშა წყლები,  ჭაობები და მყინვარებიჩანჩქერებს).
       თემის მიზანი.  მოსწავლეებმა უნდა განიხილონ და გერმანულ ენაზე  დაახასიათონ ქალაში არსებული  ხმელეთის წყლები (მდ.წყალტუბო.ცივი  ტბა, თერმული წყლები და  მიწისქვეშა კარსული წყლები)   და შემდეგ   ნახატის სახით გადმოსცენ   ნანახი და განცდილი.
         თემა ძალზე   საინტერესო და მრავალფეროვანი  იყო.  მოსწავლეებმა გაზომეს  მდ.წყალტუბოს დინების სიჩქარე.ისაუბრეს მის კვებით რეჟიმზე და წყალდიდობისა თუ წყალმოვარდნის პერიოდებსა და მიზეზებზე.  მომხ. ლაშა ჯანხოთელი.
        შემდეგ ვესტუმრეთ ქალაქში არსებულხელოვნურ  ტბას,  (ცივ   ტბას). მომხსენებელმა მარიამ ლორთქიფანიძემ ისაუბრა ტბის მახასიათებლებზე,მის რეკრიაციულ,ტურისტულ და სპორტულ დანიშნულებაზე,
  იმავე დღეს მოვინახულეთ  წყალტუბოს   თერმული  წყლები  ბანლეოლოგიურ  პარკში. მომხ. მარიამ ჯიმშელეიშვილი.  კვირეულის მე-4 დღეს ვესტუმრეთ  სათაფლიის ნაკრძალს,სადაც მაია ჩირგაძემ საინტერესოდ ისაუბრა მიწისქვეშა წყლების მიერ წარმოქმნილ  სათაფლიის მღვიმეზე.
        ბოლოს კვირეულის მე-5 დღეს   16  მაისს  გეოგრაფიის გაკვეტილზე  ნანახი და განცდილი  გადმოსცეს  მხატვრული ხერხებითა და შექმნეს სხვადასხვა სახის ნახატები.ხოლო ჯემიკო  უგლავამ ეს ყველაფერი  სლაიდების სახით წარმოადგინა და საინტერესო  კომპიუტერული ჩვენება შემოგვთავაზა.



                                                 პედაგოგი: ნაზი  თედორაძე


Комментариев нет:

Отправить комментарий