მხიარული ჯამბაზები
2017 წლის 16 ნოემბერს ქ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში მოვიწვიეთ ჩვენის ქალაქის ქალაქში არსებული ცირკი აკრობადისტების, ჟონგლიორებისა და მხიარული ჯამბაზების შემადგენლობით,
საღამომ ჩაიარა მხიარულ და სასიამოვნო ვითარებაში, ბავშვებმა ბევრი იცინესა და იმხიარულეს,მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ნომრის შესრულებაში და ფოკუსების გამოცნობაში. ამისათვის მადლობას ვუხდით "მხიარულ ჯამბაზებს"
ვ ა რ ლ ა
2018 წლის 27 ნოემბერს მე-8ა კლასი ეწვია ქ. ქუთაისში სახელობის დარბაზ ვარლას,
მოსწავლეებმა დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზი და სურვილი გამოთქვეს გიმნაზიაში შექმნილიყო ტურისტულ - გეოგრაფიული წრე რომელიც მოსწავლეებს გააცნობდა იმერეთის რეგიონისა და ზოგადად საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ასევე ტურიზმის სახეებსა თავისებურებეს.
რაზედაც მათ მასწავლებლისგან (პედ. ნ. თედორაძე) თანხმობა მიიღეს და შეპირდა მე-2 სემესტრიდან ამ მიმართულებით იმუშავებდნენ.
იქ სადაც ჩემი სახლია
2018 წლის 27 ნოემბერს მე-7 კლასი ეწვია: ქ.ქუთაისის ლადო მესხიშვილის სა ხელობის თეატრს ( სპექტაკლი იქ სადაც ჩემი სახლია) სპექტაკლში გადმოცემული იყო დღევანდელი ყოფითი ცხოვრება ერთი ოჯახის მაგალითზე სადაც ცხოვრობდა
აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცის ქვრივი, ხუთი შვილი და ავადმყოფი მოხუცი მამა. ბავშვებმა ინტერესით მოისმინეს სპექტაკლი და გამოთქვეს საკუთარი აზრი გააკეთეს დასკვნები და სურვილი გამოთქვეს ხშირად მოეწყოთ კულტურული შეხვედრები სხვადასხვა შემოქმედებით კოლექტივებთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий