Страницы

საწრეო მუშაობა

საწრეო მუშაობა

  • გეოგრაფიის  წრე მე-8ა კლასში ( პედაგოგი:  ნაზიბროლა თედორაძე)
  • 2017-2018 სასწავლო წლის  მეორე სემესტრის   თებერვლიდან  წმ. გაბრიელ  ეპისკოპოსის სახ.წყალტუბოს სასულიერო  გიმნაზიაში  ფუნქციონირება დაიწყო გეოგრაფიის წრემ  "მკვლევარი"
  • წრეში გაერთიანებულია  17 მოსწავლე.
1.არჯევანიძე          საბა
2.აფხაძე                   ნინი
3.აფხაძე                   ქეთევანი
4.დადუნაშვილი    საბა
5.ეფრემიძე              მარიამი
6.იობიძე                   მარიამი.
7.იობიძე                    ნინო
8.კინწურაშვილი     ქეთევანი.
9.კირთაძე                 ოთარ
10.ლიპარტელიანი  სალომე
11.ლორთქიფანიძე   რუსუდან
12.სებუა                      მარიამი
13.ფანცხავა                 ვახტანგი
14ფხაკაძე                    ლაშა
15.ყურაშვილი           ლიკა
16.შვანგირაძე            საბა
17.ჩაკვეტაძე              საბა


  • წრე   ტარდება  კვირაში   ერთხელ ოთხშაბათს.  მე-7გაკვეთილზე.
  • წრეზე განსახილველი  საკითხები წინასწარ არის  გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო,ასევე რუკაზე, კონტურსა და სხვადასხვა გრაფიკებზე მუშაობის უნარების განვითარებას.
  • საწრეო მეშაობის მიზანია:
გეოგრაფიის   საგნით  დაინტერესების  გაზრდა,გეოგრაფიული უნარ-ჩვევების (კვლევა, ინფორმაციის მოძიება,მსჯელობა,მოზიებული ინფორმაციის   სხვადასხვა   ფორმატში  წარმოდგენა  და ა. შ ) განვითარებისათვის    ხელშეწყობა.      მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის    მოთხოვნების მიხედვით,
  • წრის მოკლე დახასიათება:
  • წრეში ნებაყოფილობით გაერთიანებული არის      მე-8 ა   კლასის 17 მოსწავლე. წრის მუშაობა წარიმართება   მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.   ის დატვირთული იქნება  სხვადასხვა სახალისო აქტივობებით,  პრაქტიკული სამუშაოებით,ლაშქრობა ექსკურსიებით,წრის მუშაობა ხელს შეუწყობს  მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების,მსჯელობის,ინფორმაციის მოძიების,პრეზენტაციისა და სხვა უნარების განვითარება.
  • წრის   სამუშაო   პროგრამა:  2017-18 საწ. წელი.   მე-2   სემესრტი

თარიღი
        წრის სამუშაო   პროგრამა
              შემსრულებელი
14.02
წრისმუშაობის    მიზნები და ამოცანების გაცნობა,ჩატარების დროისა და სახელწოგების შერჩევა

ნ.თედორაძე
21.02
წყალტუბოს ფ.გ.მ,საზღვრები, და მასში  შემავალი თემები
რ.ლორთქიფანიძე,ქ.კინწურაშვილი
ლ.ფხაკაძე
28.02
რელიეფი და სასარგებლო წიაღისეული
ო.კირთაძე,ნ.იობიძე,ს.ლიპარტელიანი
7.03
ჰავა/კლიმატი,ექსკურსია სოფელ ქვიტირის მეტეოროლოგიურ სადგუეში
მ.სებუა, ლ.ყურაშვილი.ვ.ფანცხავა
14.03
შიგა  წყლები.მდ.წყალტუბოს სიჩქარისა და სიღრმის  გაზომვა
ს.ლიპარტელიანი. ლ.ფხაკაძე
21.03
ორგანული სამარო და დაცული ტერიტორიები (სათაფლიის ნაკრძალი)
ნ.აფხაძე,  ქ.აფხაძე, ს.შვანგირაძე
28.03
მისახლეობა.რაოდენობა განლაგება და სიმჭიდროვე
მ.იობიძე     ლ.ყურაშვილი
11.04
მეურნეობის დარგების ზოგადი  მიმოხილვა
ს.ჩაკვეტაძე    ს. დადაუნაშვილი მ.ეფრემიძე
18.04
ბენტონიტური  თიხები სტუმრად  გუმბრინის  სამთო მოპოვების  საწარმოში
ნ.იობიძე, ვ. ფანცხავა,  ო. კირთაძე
25.04
წყალტუბო როგორ   ბანლეოლოგიური  კურორტი.
ლ.ლორთქიფანიძე, ს.არჯევანიძე,ს. შვანგირაძე
2.05
წყალტუბოს   მინერალური წყლები.აღმოჩენის  ისტორია და გამოყენება
ლ.ყურაშვილი .ნ.აფხაძე. მ. ეფრემიძე
9.05
წყალტუბოს მინერალური  წყლები,  მისი  შედგენილობა და ნიშნულება
ს.ლიპარტელიანი,  ნ. აფხაძე,
16.05
 ტურიზმი --.წყალტუბოს მომავალი
ჯგუფი
23.05
ექსკურსია  პრომეთეს  მღვიმეში
ვერ  შედგა.
30.05
მზადება  ვიქტორინა კონკურსისათვის
ჯგუფი
6.06
ვიქტორინა   კონკურსი - "ვინ მეტი იცის წყალტუბოს შესახებ"
ჯგუფი და პედაგოგი: ნ. თედორაძე
13.06
სემესტრის განმავლობაში გაწეული  წრის მუშაობის შეფასება
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

ნ.თედორაძე











  • 2018 წლის 14 თებერვალს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის  ქ.წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში  შედგა გეოგრაფიის წრის პირველი შეხვედრა,მეცადინეობაზე განვიხილეთ  წრის მიზნები და ამოცანები.სამუშაო დღეთ  განისაზღვრა   ყოველი კვირის ოთხშაბათი. მე-7 გაკვეთილი. ქეთევან კინწურაშვილის მიერ მოწოდებული  წრის სახელწოდება  " მკვლევარი" ჯგუფის მიერ მოწონებული და  მიღებული იქნა, სამუშაო თემად შეირჩა  წყალტუბოს ფიზიკურ -გეოგრაფიული მდებარეობისა და ეკონომიკური მახასიათებლების კვლევა შესაწავლა,მოსწავლეთა შორის გადანაწილდა საკითხები და დაიგეგმა ექსკურსია ლაშქრობები.
  • წრეს ხელმძღვანელობს ამავე გიმნაზიის  გეოგრაფიის პედაგოგი  ნაზიბროლა  თედორაძე


   











  • 2018 წლის 21  თებერვალს  წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის  სახელობის წყალტობოს  სასულიერო  გიმნაზიაში  ჩატარდა   გეოგრაფიის   წრის   "მკვლევარის" მეცადინეობა.
მოსწავლეებმა:  რ. ლორთქიფანიძე,  ლ.ფხაკაძე,   ქ.კინწურაშვილი. ისაუბრეს წყალტუბოს ფიზიკურ გეოგრაფიულ მდებარეიბაზე, განსაზღვრეს კოორდინანტები, დაასახელეს მოსაზღვრე  რეგიონები,ისაუბრეს მასში შემავალ თემებზე, და საინტერესოდ წარმოადგინეს  როგურც ქალაქის ისე მთელი რეგიონის რუკები.პედ. ნ.თედორაძე










  • 2018  წლის   28 თებერვალს,წმ.გაბრიელ ეპისკოპოსისი სახელობის, ქ.წყალტუბოს საულიერო გიმნაზიაში   ცატარდა გეოგრაფიის წრის  "მკვლევარის"  მეცადინეობა.  მოსწავლეებმა: ო.კირთაძე,ნ.იობიძე, ს.ლიპარტელიანმა  საინტერესოდ ისაუბრეს.წყალტუბოს რელიეფის თავისებურებებზე და სასარგებლო წიაღისეულზე,ყურადღება გაამახვილეს ბენტონიტურ თიხებზე,  (სოფელი გუმბრა)   თერმულ წყლებზე და კირქვებზე  პედაგოგი: ნ.თედორაძე



     


  • 2018 წლის   7 მარტს  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის  სახელობის ქ. წყალტუბოს სასულიერო  გიმნაზიაში   ჩატარდა  გეოგრაფიის  წრის  "მკვლევარის"   მეცადინეობა,  მოსწავლეებმა მ. სებუა,  ლ.ყურაშვილი,   ვ.ფანცხავამ  საინტერესოდ და ორიგინალორად   წარმოადგინეს  ამიდზე დაკვირვების   შედეგები.ვიყავით  წყალტუბოს რაიონის  სოფ. ქვიტირში არსებულ   ჰიდრო მეტეოროლოგიურ  სადგურში.სადაც საინტერესოდ  ახსნეს მოსწავლეებმა   თითოეული ხელსაწყოს დანიშნულება.   შემდეგ  გავემგზავრეთ  დ. აღმაშენებლის   სახელობის  კოპიტნარის  აეროდრომთან  არსებულ უახლესი  ტექნოლოგიებით  აღჭურვილ  მეტეოსადგურის   დასათვალიერებლად.სამწუხაროდ   სპეციალური საშვის არ ქონის გამო  შიგნით  ვერ შევედით.  თუმცა ნანახით  მაინც კმაყოფილი   დავბრუნდით. პედაგოგი: ნ.თედორაძე




                   
                                                                                                                                                                                                                        
    








  • 2018წლის  14 მარტს   ჩატარდა  წმ.  გარრიელ   ეპისკოპოსის სახელობის   ქ. წყალტუბოს სასულიერო   გიმნაზიაში   გეოგრაფიის წრის   "მკვლევარის"  მეცადინეობა.  მეცადინეობაზე   განხილული იყო  წყალტუბოს ტერიტორიაზე  არსებული   შიდა  წყლები   მოსწავლეებმა  ს.ლიპარტელიანი,მარიამ ეფრემიძე, საბა დადუნაშვილმა  და რუსუდან  ლორთქიფნიძემ ისაუბრეს   რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ წყლის რესურსებზე.მდინარეები,ტბები,წყალსაცავები და მიწისქვეშა  წყლები.  რუსუდა ლორთქიფანიძემ  საინტერესიდ წარმოადგინა   ქალაქიის  ტერიტორიაზე   არსებული  ხელოვნურად შექმნილი  "ცივი  ტბის"    ტურისტულ-რეკრიაციული  დავიშნულება, სალომე ლიპარტელიანმა ისაუბრა მდინარე  სემისა და წყალტუბოს  თვისებებზე.ხოლო  მარიამ ეფრემიძემ კი გუმათისა და ვარციხის   წყალსაცავებზე. მეცადინეობის დასრულების შემდეგ  მოსწავლეებმა გაზომეს  მდინარე  წყალტუბოს სიღრმე  მისი  წყალმარჩხობის პერიოდში და აღმოჩნდა   დაახლოებით  20-25 სანტიმეტრი და მდინარის სიჩქარე  40-42 მ/წთ-ში.  პედაგოგო: ნ. თედორაძე


      



  • 2018წლის  21 მარტს  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის.ქ. წყალტტუბოს სასულიერო  გიმნაზიაში  ჩატარდა  გეოგრაფიის წრის "მკვლევარის" მეცადინეობა. მეცადინეობაზე  განხილული იყო  წყალტუბოს ტერიტორიაზე  არსებული  ორგანული სამყაროს თავისებურებები.მოსწავლეებმა ნინი აფხაძე, საბა შვანგირაძე,და ქეთი აფხაძემ  ქხრობის დროს ყურადღება გაამახვილეს  კოლხური ბზის პრობლემებზე.საინტერესოდ ისაუბრეს  სათაფლიის ნაკრძალის შექმნისისტირიასა და მნისბნელობაზე,გამოჰყვეს ქართველი მკვლევარისა და პედაგოგის ღვაწლი საქარტველოში სპალეონტოლოგიის  განვითარებაში.მოგვიანებით კი  ვეწვიეთ  სათაფლიის  სახელმწიფო  ნაკრძალს.








  • სიამოვნებით დავათვალიერეთ  კარსტული მღვიმე.დინოზავრების ნაკვალევი, მოვინახულეთ პეტრე  ჭაბუკიანის მემორიალი  და იმავე  კვირას დავასუფთავეთ  გიმნაზიის მახლობლად მდებარე  ტყე პარკი "ნარისკალი"  გავწმინდეთ ხმელი ტოტებისა და ზამთრის ნარჩენებისაგან პედაგოგი. ნ. თედორაძე

  • 2018წლის 28 მარტს წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის  ქ.  წყალტუბოს  სასულიერო  გიმნაზიაში  ჩატარდა  გეოგრაფიის წრის  "მკვლევარის"  მეცადინეობა.გახილული იყო  წყალტუბოს რეგიონის  მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე.მოსწავლეებმამარიამ იობიძე,ლიკა  ყურაშვილი და საბა  ჩაკვეტაძემ ისაუბრეს  რეგიონში არსებულ  დემოგრაფიულ  სიტუაციაზე.ცალკენ გამოფყვეს საკუთრივ ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობა,განლაგება და სიმჭიდროვე.მარიამ იობიძემ  ისაუბრა რეგიონში არსებულ  თემემზე  დააჯგუფა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით  სოფლები.ლიკა ურაშვილმა კი ისაუბრა მაღალმთიან სოლებში  არსებულ დემოგრაფიუ პრობლემებზე. პედაგოგი: ნ.თედორაძე























  • 2018 წლის   11 აპრილს  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის   სახელობის  ქ. წყალტუბოს  სასულიერო  გიმნაზიაში  ჩატარდა  გეოგრაფიის  წრის  "მკვლევარის"   მე-8  მეცადინეობა. მოსწავლეებმა     ს. ჩაკვეტაძე,  რ.ლორთქიფანიძე  და ნ.აფხაძემ  ისაუბრეს  წყალტუბოს რეგიონში  არსებული  მეურნეობის დარგების შესახებ.  მოსწავლეებმა  გააკეთეს  კლასიფიკაცია ამ დარგებისა და დაჰყვეს პირველად, მეორეულ და მესამეულ  დარგებად  შემდეგ   განიხილეს  ცალ-ცაკენ და ისაუბრეს მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე, მოსახლეობის დასაქმებულობის  თავისებურებზე. ყურადღება  გაამახვილეს  ენერგეტიკაზე.  მ.ეფრემიძემ დაახასიათა  წყალტუბოს ტერიტორიაზე  არსებული ჰიდროელექტრო სადგურები.
    მეცადინეობის შემდეგ ვეწვიეთ  გუმათჰესს.სამწუხაროდ სპეციალური საშვის არ ქონის გამო ვერ ვნახეთ დანადგარები მაგრამ საინტერესო  იყო წყალსაცავისა და კაშხალის დათვალიერება. აქვე
      გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება  წყალტუბოს რეგიონში   სპეციალიზაციის  დარგების ინტენსიური  განვითარება: პედაგოგი.  ნ. თედორაძე














  • 2018წლის  18  აპრილს წმ.გაბრიელ  ეპისკოპოსის სახელობის  ქ. წყალტუბოს  სასულიერო  გიმნაზიაში  ჩატარდა გეოგრაფიის წრის  "მკვლევარის" მეცადინეობა. მოსწავლეებმა(  (ნ.იობიძე,ო.კირთაძე  ვ.ფანცხავა)  ისაუბრეს  წყალტყბოს ტერიტორიაზე მდებარე  ბენტონიტური თიხებისა და კირქვების საბადოს აღმოჩენისა და  შემდგომი ექსპლუატაციის ისტორიის   შესახე.
    გამოყვეს დარგები სადაც შეიძლება ამ ნედლეულის გამოყენება  განმარტეს ტერმინი ბენტონიტური თიხები და განსაზღვრეს კავშირი  ასკანიტებთან.ჯგუფის მხრიდა დაისვა  საინტერესო კითხვები
      შემდეგ   ვეწვიეთ  გუმბრინის დაბადოს სადაც დეტალურად აღგვიწერესა და დაგვათვალიერებიეს საწარმოს მუშაობა. ვნახეთ როგორ ხდებოდა  თიხის ტენიანობისა და საციანობის განსაზღვრა.სამწუხაროდ საწარმო ძალიან ჩამორჩება 1980- იანი  წლების დონეს.აქვე ვისაუბრეთ ეკოლოგიურ პრობლემებზეც.  















და საწარმოოს რენტაბელობაზე.მოსწავლეებმა აღნიშმეს   აკადემიკოს  ალექსანდრე  თვალჭრელიძის როლი  საქ.გუმბრინი განვითარებაში.  პედაგოგი:   ნ. თედორაძე


















  • 2018 წლის 25 აპრილსს  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის  სახელობის ქ. წყალტუბოს სასულიერო   გიმნაზიაში.  ჩატარდა  გეოგრაფიის წრის "მკვლევარის'"  მეცადინეობა.თემას "წყალტუბოს  როგორჩკურორტი" დათმობილი ჰქონდა 2 საათი.მოსწავლეებმა მ.იობიძე, ს. ჩაკვეტაძე, ლ.ყურაშვილმა  ისაუბრეს  თუ როგორ იქნა აღმოჩენილი  უნიკალური თვისებების მქონე  თერმული წყალი,  როგორ ჩაეყარა საფუძველი  კურორტის მსენებლობას,   წინ წამოიწია განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის   სფეროებმა, აშენდა სხვადასხვა   სამედიცინო დანიშნულების  მქონე პანსიონატები  და სანატორიუმები  წარმოადგინეს
    ფოტო არქივი და  იმედი გამოთქვეს რომკურორტი კვლავ დაიბრუნებს   ძველებურ იერ სახესა და  ფუნქციას.  ოახანაგების მიერ დასმულ  ყველა კითხვას  უპასუხეს ამომწურავად.  პედაგოგი: ნაზიბროლა  თედორაძე












  • 2018 წლის 2მაისს  წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის   სახელობის ქ. წყალტუბოს სასულიერო  გიმნაზიაში  ჩატარდა   გეოგრაფიის წრის "მკვლევარის"მეცაინეობა.თემა   "წყალტუბო როგორც კურორტი"  მეორე  ნაწილის   განხილვა,მოსწავლეებმა: რ. ლორთქიფანიძე, ს.არჯევანიძე, ს.შვანგირაძე,ქ. კინწურაშვილი.  დამოუკიდებლად მოიპოვეს ინფორმაცია და  პროექტის სახით   წარმოადგინესა და აღწერეს ქალაქის ის მახასიათებლები   რის გამოც,  წყალტუბო   საკურორტო ქალაქად   ჩამოყალიბდა,  ხაზ- გასმით აღნიშნეს  მისი მოსახერხებელი მდებარეობა. როგორც სატრასპორტო  ისე სხვა  თვალსაზრისითაც.  ლანდშაფტი,   ბუნებრივი და ისტორიული ძეგლების  სიმრავლე და რაც მთავარია   უნიკალური  თვისებების მქონე   სამკურნალო წყლები,რომლის გამო  ქალაქს ხატოვნად  "ყავარჯნების   მუზეუმი"  უწოდეს. პედაგოგი: ნაზიიბროლა თედორაძე.











  • 2018  წლის  9 მაისს  წმ.  გაბრიელ  ეპისკოპოსის  სახელობის, ქ.წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში    ჩატარდა გეოგრაფიის   წრის   "მკვლევარის"მეცადინეობა,განხილული იყო  თემა:  "წყალტუბოს მინერალური წყლები   შედგენილობა  და დანიშნულება"
  • მოსწავლეებმა:  ნ. აფხაძე,  ს. ლიპარტელიანი,  ლ.ყურაშვილი.  მოახდინეს  მიწუსქვეშა წყლების   დახარისხება  3  კატეგორიათ.  მტკნარი,  მინერალური და თერმული  წყლები.   გამიჰყვეს   მინერალური  წყლები,რომელსაც მიეკუთვნება  წყალტუბოს მიწისქვეშა  წყლები და საინტერესოდ ისაუბრეს, მის თვისებებზე,მინერალიზაციაზე, სამკურნალო  დანიშნულებაზე, ასევე აღნიშნეს  ის შემთხვევები  როდესაც    წყალი  უკუჩვენებას  იძლევა.
  • მეცადინეობის შემდეგ   ვეწვიეთ ბანლეოლოგიურ ზონას  და დავათვალიერეთ:1,3 და  მე-6 აბაზანები. ვნახეთ  კაბინები და აუზები სადაც  ხდებოდა სხვადასხვა  დანიშნულების  სამედიცინო  პროცედურები,  როგორიც არის  ტალახის აპლიკაციები,მასაჟი,  წყალქვეშა  გაჭიმვები და ა.შ.  
  • დახმარებისა და კონსულტაციებისათვის    მადლობას  ვუხდით  ქალბატონებს:  ლ. ჩაკვეტაძესა და ზ. ბობოხიძეს,  ბოლოს მოსწავლეებმა  ინტერვიუ  აიღეს  
  •  დამსვენებლებისაგან.




















  • 2018 წლის  16  მაიის  წმ. გაბრიელ  ეპისკოპოსის  სახელობის. ქ. წყალტუბოს   სასულიერო  გიმნაზიაში  ჩატარდა  გეოგრაფიის  წრის  "მკვლევარის"  მეცადინეობა.მეცადინეოგაზე  განხილული  იყო თემა;   "ტურიზმი,  წყალტუბოს  მომავალი"   თემის დამუშავებაში  მონაწილეობა იღებდა  მთელი   ჯგუფი.მათ ტურიზმი  დაჰყვეს  ორ ჯგუფად.   1. რეკრიაციული,რომელშიც  გაერთიანებული  არის , შემეცნებითი, გამაჯანსაღებელი, სპორტული  და სხვა.   2.საქმიანი  სადაც გარეთიანებული  არის: ბიზნეს ტურიზმი, კონგრეს - ტურიზმი, შოპინგ-ტურიზმი და სხვა, მოსწავლეებმა უპირატესობა მიანიჭეს  პირველ  კატეგორიას  აღნიშნეს რომ  წყალტუბოს  ყველაფერი აქვს  იმისთვის რომ  განვითარდეს  რეკრიაციული  ტურიზმი თავისი  ქვე დარგებით  როგორიცაა: სათავგადასავლო ტურიზმი, ექსტრემალური  ტურიზმი. შემეცნებითი ტურიზმი და ა.შ. შემდეგ  სამომავლო გეგმებისა და აქტივობების  გასაცნობად   ვეწვიეთ  წყალტუბოს ტურისტულ ცენტრს  სადაც  შეგვხვდა და  დეტალურად გაგვაცნო სამომავლო გეგმები და პროექტები  ბატონმა ირაკლი   კუჭავამ  რისთვისა მადლობა ვუხდით მას.                     პედაგოგი:  ნაზიბროლა  თედორაძე.


































  • 2018 წლის  6 ივნის .წმ. გაბრიელ  ეპისკოპოსის სახელობის ქ.წყალტუბოს სასულიერო  გიმნაზიაში, ჩატარდა  გეოგრაფიის წრის  "მკვლევარის"  ბოლო  მეცადინეობა   "ვინ მეტი იცის წყალტუბოს შესახებ" მეცადინეობა წარმოდგენილი იყო  ვიქტორინა კონკურსის სახით.
  • წრის წევრები  გაიყო  ორ გუნდად  თითოეულმა გუნდმა აირჩია მისთვის სასურველი  სახელი  და კაპიტანი.  1.გუნდი- კარსტი.  კაპიტანი: ლაშა ფხაკაძე,
    და 2.გუნდი- ნარისკალი.   კაპიტანი:  საბა ჩაკვეტაძე. 
    აირჩიეს  ჟიურის შემადგენლობა 2 წევრის შემადგენლობით:  სებუა მარიამი და ნინი  აფხაძე. ჟიურის წევრებმა ორივე გუნდიდან  აირჩიეს  თითო-თითო კურიერი, 
     ნარისკალი  საბა არჯევანიძე  და კარსტი-ოთარ კირთაძე,ისინი  მოწინააღმდეგე გუნდებს გადასცემდნენ  ჟიურის წევრებისაგან კითხვებსა და დააბრუნებდნენ  პასუხებს. პასუხის მოსაფიქრებლად  განისაზღვრა  2 წუთი.
  • ორივე  გუნდმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად  შეადგინეს  15- 15 კითხვა გუნდისათვის და 3-3 კითხვა კაპიტნების კონკურსისათვის და პასუხებთან ერთად  გადასცეს ჟიურის  წევრებს.
  • მეცადინეობას ესწრებოდა სტუმრად მოწვეული ბიოლოგიის მასწავლებელი  ქალბატონი  ნინო  ზაქარაია.
  • მეცადინეობამ  საინტერესოდ  დახალისიანად  ჩაიარა  გამოვლინდა გამარჯვებული  გუმდი   ანგარიშით  14-10  გუნდ "კარსტის" სასარგებლოდ რაც შეეხება კაპიტნების კონკურს ის ფრედ დამთავრდა 1-1
  • მეცადინეობაზე  ასევე შეაჯამეს   მე-2 სემესტრის  განმავლობაში გაწეული მუშაობა და  მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი  მომავალ  წელსაც  გაგრძელებულიყო წრის მუშაობა.
                        პედაგოგი: ნაზიბროლა თედორაძე








             2018 წლის მე-2 სემსტრში  ჩატარებული საწრეო მუშაობის
                                   
                                               რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა


                       
2017-2018  სასწავლო წლის  მე-2  სემესტრის  გეოგრაფიის წრის    "მკვლევარის"  ხელმძღვანელის  ნაზიბროლა  თედორაძის       რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა      გაწეული მუშაობის შესახებ
      გეოგრაფიის წრის  "მკვლევარის"  მუშაობა   ძირითად  მიზნად ისახავდა  მოზარდის დამოუკიდბელი   აზროვნების  ფორმირებას   დასრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას.  ყოველივე ამას ხელი შეუწყო იმ თემებზე  მუშაობამ და დროულად განხორციელებამ, რომელიც განახორციელეს, წრეში გაერთიანებულმა  მე-8ა კლასის მოსწავლეებმა.  იმ კლასმა რომელიც სასწავლო გეგმის  მიხედვით სწავლობდნენ  საგანს,  გეოგრაფია.
      გეოგრაფიული  წრის "მკვლევარის"  მოცემულ თემებსა და საკითხებზე  მუშაობისას,  უკეთ გაერკვნენ,  მშობლიური რეგიონის,  წყალტუბოს ძირითად მახასიათებლებს,  რომლის შესახებ ინფორმაცია მოცემული არის  თანდართულ  წრის სამუშაო გეგმაში,
        გეოგრაფიის წრემ "მკვლევარი" მუშაობა დაიწყო,2018 წლის   14 თებერვლიდან,  თემაზე "წყალტუბოს   ფიზიკურ- გეოგრაფიული  და ეკონომიკური  მახასიათებლების კვლევა"-  შესწავლა.წრის სახელწოდებაც "მკვლევარი"   თემის შინაარსიდან გამომდინარე  შეირჩა.,როგორც ავღნიშნეთ  წრეში  გაერთიანდა   მე-8ა კლასის 17  მოსწავლე.წრის პირველი  მეცადინეობა ჩატარდა 2018 წლის 14  თებერვალს, ჩავატარე  მინი ლექცია და მოსწავლეებს გავაცანი წრის  მიზნები და ამოცანები,ამავე მეცადინეობაზე  შეირჩა   წრის სახელწოდება  ",კვლევარი"  კლასთან შეთანხმებით სამუშაო დღედ შეირჩა ყოველი კვირის   ოთხშაბათი,  მე-7  გაკვეთილი,  წრის წევრები გაეცვნენ  სამუშაო გეგმასა და  მათივე სურვილის მიხედვით   გადანაწილდა განსახილველი  თემები,  წრის მუშაობა დაიგეგმა  მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით.  შეიქმნა  ქვეჯგუფები  3-4 მოსწავლის შემადგენლობით, მათ შორის  გამოიყო ლიდერი,-ჯგუფის   ხელმძღვანელი,რომელიც ჯგუფში ანაწილებდა   ფუნქციებს და თვალ- ყურს ადევნებდა  ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დახარისხებასა და გადანაწილებას  ჯგუფის წევრებს შორის  და  მოპოვებული ინფორმაციის   მათთვის სასურველი  ფორმატით  წარდგენას,როგორიცაა  პრეზენტაცია, პროექტი და ა.შ.   პერიოდულად  ვაწყობდით  ექკურსია  ლაშქრობებს   შესაბამისი თემების მიხედვით.  მაგ. მოვინახულეთ ქვიტირის მეტეოსადგური და ვნახეთ  თუ როგორ ხდება ამინდზე დაკვირვება და შემდეგ მისი პროგნოზირება.  სოფელ გუმბრინში ვნახეთ თუ როგორ  ხდებოდა ბენტონიტური თიხებისა და კირქვების მოპოვება და დამუშავება. მოვინახულეთ სათაფლიის ნაკრძალი და გუმათჰესის კაშხალი. ვესტუმრეთ ქალაქში არსებულ  ბანლეოლოგიურ ზონას,ტურიზმის ცენტრსა და ა.შ.  ამ პროცესში  შევხვდით,გავიცანეთა და ვესაუბრეთ ბევრ საინტერესო ადამიანს.  სემესტრის ბოლოს 6 ივნის ჩატარდა დასკვნითი მეცადინეობა  ვიქტორინა კონკურსი თემაზე  "ვინ მეტი იცის წყალტუბოს  შესახებ"  სამწუხაროდ ვერ შევძელით  განგვეხორციელებინა  დაგეგმილი ექსკურსია  პრომეთეს  მღვიმეში. რასაც მომავალში  გავითვალისწინებთ
       დაგეგმილმა  ყველა თემამ და აქტივობამ   სასურველ შედეგს მიაღწია.  სამუშაო გეგმას  მოდიფიცირება არ განუცდია,  რადგან ყველა თემა და აქტივობა   გეგმის მიხედვით  მიდიოდა.  მოსწავლეების მხრიდან იყო დიდი ინტერესი და მშობლებიდან  კი  აქტიური მხარდაჭერა.
       წრის წევრებმა, გარდა თეორიული მასალისა შეისწავლეს  ჯგუფური მუშაობის სტრუქტურა,  ურთიერთ  თანამშრომლობის, ინფორმაციის მოპოვება-დახარისხება და  სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენა, პრეზენტაციის,დებატების, დისკუსიის  წარმართვის, სივრცესა და დროში  ორიენტაციისა და რუკაზე მუშაობის  უნარ- ჩვევები.   მოისმინეს  სხვადასხვა შინაარსისა  თემები,მსჯელობდნენ და ერთმანეთს აზრს  უზიარებდნენ მოსმენილი თემის შესახებ.
        დიდი  აქცენტი გაკეთდა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებასა და პოპულარიზაციაზე, როდესაც "მკვლევარმა"  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს  მიუძღვნა  ველორბოლა,  ხოლო  სათაფლიის  ნაკრძალიდან ლაშქრობა მოაწყვესა და  ფეხით  ჩამოვიდნენ  სოფელ  გუმბრინამდე. მოსწავლები პერიოდულად ხალისით ასუფთავებდნენ  გიმნაზიის ტერიტორიაზე  არსებულ ტყეს, რომელსაც  სიყვარულით " ნარისკალი" უწოდეს, მუშაობის პერიოდში მოსწავლეთა  შორის ურთიერთ  დახმარების სურვილი და კეთიგანწყობა იგრძნობოდა.
           თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო, რომ მოსწავლეებისათვის ჩამენერგა  საკუთარი ძალებისადმი რწმენა, ამიტომ ვცდილობდი მინიმალურად ჩავრეულიყავი  მათ საქმიანობაში  და შემესრულებინა მხილოდ ფასილიტატორის მოვალეობა  და გამომემუშავებინა მათთვის   დადებითი დამოკიდებულება  გეოგრაფიის საგნისადმი,ამ მიზნით სამუშაოს დაწყებამდე ვაფრთხილებდი  მოსალოდნელი შეცდომებისა და სირთულეების შესახებ, გზადაგზა ვახსენებდი ნასწავლ მასალას.მაგ. კლიმატ წარმომქმნელი ფაქტორები,ან  შიგა წყლების განაწილების თავისებურებები  და ა.შ. ვუნერგავდი აზრს, რომ შეცდომის დაშვების არ უდა გვეშინოდეს, რადგან ის სწავლის განუყოფელი ნაწილი არის, მთავარია შეგვეძლოს მისი გამოვლენა გაანალიზება და  შედეგამდე სწორი დასკვნის  გაკეთება.
      მიუხედავად  ამისა მუშაობის პერიოდში იყო ხარვეზები, შეიძლებოდა  უფრო მრავალფეროვანი  აქტივობების გამოყენება და ჯგუფური  მუშაობების უფრო   ეფექტურად დაგეგმვა და წარმართვა რაც გასათვალისწინებელია შემდგომი მუშაობის დროს.

          საწრეო მუშაობის პერიოდში  მოტივაციის ასამაღლებლად

·         პერიოდულად  ვახალისებდი   მოსწავლეთა წარმატებებს და ვუთითებდი შეცდომებზე.
·         მოსწავლეები თვითონ პოულობდნენ  შეცდომებსა და ასწორებდნენ.
·         მოსწავლეები აკვირდებოდნენ   საკუთარ და სხვათა ნამუშევრებს მსჯელობდნენ,სვამდნენ კითხვებს და თანდათან მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
·         ექსკურსია  აშქრობებზე  ნანახსა და  განცდილს  ერთმანეთს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ  აჯამებდნენ და აანალიზებდნენ  და იმდიდრებდნენ  მიღებულ  ცოდნას
·         საუკეთესო თემებსა და პრეზენტაციებს ვაჯილდოებდით ტაშით.
·         მოსწავლეები  მუშაობის პერიოდში  თავისუფლად  და ხალისით  გამოთქვამდენ  საკუთარ მოსაზრებებს

გამოყენებული რესურსი:

·         დაფა. ცარცი,მარკერები,ფორმატისა და თაბახის  ფურცლები, საქართველოსა და წყალტუბოს რუკები,     ო.შავიანიძის  წიგნი წყალტუბო,  პირადი კვლევები,  ფოტო და ვიდეო მასალა. ინტერნეტი.

·         შედეგი:

მოსწავლეები  ყოველთვის ხალისით  რჩებოდნენ  წრის მეცადინეობაზე,ასრულებდნენ მიცემულ  დავალებებს,  გაუღვივდათ ინტრესი და პატივისცემა  გეოგრაფიის საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, ვფიქრობ, რომ საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია  და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას  სკოლაში,  სურვილი გამოითქვა რომ  მომავალ წელს  გაგრძელდეს  ამავე კლასში საწრეო მუშაობა გეოგრაფიაში.


                               პედაგოგი: ნაზიბროლა თედორაძე









1 комментарий:

  1. საინტერესო და ნაყოფიერ საწრეო მუშაობას გისურვებთ

    ОтветитьУдалить