Страницы

დამხმარე სასწავლო რესურსები

ჩემს მიერ შექმნილი  ელექტრონული  რესურსი

https://learningapps.org/display?v=pz4un7pgk18



                                სასწავლო  რესურსის  რეფლექსია
რესურსის   სახელწოდება:   სამხრეთ კავკასიის   ქვეყნები .
რესურსი მომზადებულია  learningapps.org - ში. რესურსი შეიქმნა გეოგრაფიის შემაჯამებელი  გაკვეთილისათვის   სახელწოდებით   "კავკასია"გამოწვევის სტადიაზე  გამოსაყენებლად.  მოსწავლეების დაინტერესებისა და მოტივაციის  ამაღლების მიზნით.
      რესურსი შედგება  30  დავალებისაგან, მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ, სამხრეთ  კავკასიის, რომელ ქვეყანას ეკუთვნის დასახელებული  ობიექტი,რომელიც მოცემულია თითოეულ  დავალებაში,  რესურსი დაყენებულია ავტომატური მართვის ფუნქციაზე,
        დავალებაში მოცემულია ფოტომასალა,შესაბამისი წარწერით,   სამხრეთ  კავკასიის  ქვეყნების შესახებ.  და ის   იტერაქციული ხასიათისაა.
         რესურსი წარმატებით  გამოვიყენე  გაკვეთილზე,  მან მოსწავლეების დიდი  დაინტერესება  გამოიწვია,   ისინი დიდი ყურადღებით ელოდნენ   ყოველი მომდევნო დავალების  გამოჩენას, რომ  ამოეცნოთ და  სამხრეთ   კავკასიის  ქვეყნებში  გადაენაწილებინათ     მოცემული ობიექტი,   ეს რესურსი  ეფექტურია  პრეზენტაციის  სტადიაზეც,   ამ   რესურსის  შექმნამ  კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში  თუ რამდენად კარგად  ამახსოვრდებათ    მოსწავლეებს  ციფრული რესურსით   შექმნილი   და მიწოდებული   მასალა.
             რესურსი ასევე  შეიძლება  წარმატებით   იქნას  გამოყენებული  ქიმიის  გაკვეთილზე:   დ. ი. მენდელეევის პერიოდული სისტემის შესწავლის  დროს,  ქართულში. გრამატიკის გაკვეთილზე   მეტყველების ნაწილების შესწავლის  დროსა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე: მე-7,  მე-8. მე-10 კლასებში სხვადასხვა  თემების შსწავლის დროსა და ა.შ.

                                                               პედაგოგი: ნაზიბროლა  თედორაძე


                            რესურსის  გამოყენების    ინსტრუქცია:

რესურსი:   სამხრეთ  კავკასიის   ქვეყნები.

დავალება მომზადებულია:learningapps. org -ში.  შედგება  30  დავალებისაგან, დაყენებულია  ავტომატური  მართვის  ფუნქციაზე,  დავალებაში მოცემული მასალები  შეესაბამება  თემატურ გეგმას, დავალება  მომზადებულია  თემაზე   "სამხრეთ კავკასია" და არის  იტერაქტიული   ხასიათის,  (მოსწავლეები ამოიცნობენ  დავალებაში მოცემულ ობიექტსა და შემდეგ მიაკუთვნებენ  სამხრეთ  კავკასიის შესაბამის ქვეყანას.)

          რესურსი შეიძლება გამოყენებული იქნას:  ქიმიის,ქართელი ენის  და   გეოგრაფიის  სხვადასხვა  კლასის  გაკვეთილებზე და ა.შ.

        რესურსის  ლინკი: https://learningapps.org/display?v=pz4un7pgk18




2. https://learningapps.org/display?v=pjka6euht18


                                  სასწავლო   რესურსის რეფლექსია

რესურსის  სახელწოდება: " მსოფლიოს გეოგრაფიული  "რეკორდები,"

    რესურსი მომზადებულია:   learningapps.org-ში,  რესურსი შეიქმნა გეოგრაფიის შემაჯამებელი   გაკვეთილისათვის,    თემა -  "კონტინენტები".    მე-8 კლასი. გამოწვევის ფაზაში  გამოსაყენებლად,  მოსწავლეების დაინტერესებისა და მოტივაციის ამაღლების  მიზნით.
     რესურსი შედგება   8  დავალებისაგან  და წარმოდგენილია  კროსვორდის  სახით. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ  მიწოდებული დავალება   და  ისე ჩაწერონ კროსვორდის შესაბამის უჯრაში  რომ მომდევნო დავალებასთან არ მოდიოდეს  წინააღმდეგობაში  და საბოლოოდ კროსვორდმა მიიღოს დასრულებული სახე.  რესურსი დაყენებულია  ავტომატური  მართვის ფუნქციაზე.
        რესურსში მოცემული დავალებები შეესაბები  ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ  საკითხებს,  ( მე-8  კლასის გეოგრაფია)  და იტერაქციული ხასიათისაა.
        რესურსი წარმატებით გამოვიყენე გაკვეთილზე, მან მოსწავლეების დიდი  დაინტერესება  გამოიწვია, ისინი  დიდი ყურადღებითა და ხალისით ელოდნენ  მომდევნო  დავალების გამოჩენას,  რომ   ამოეცნოთა  და კროსვორდის შესაბანის  ადგილზე  მოეთავსებინათ,
          რესურსი საუკეთესოა  ისეთი  უნარების განსავითარებლად,  როგორიცაა  ნასწავლი მასალის გახსენება, გაანალიზება,შესაბამისობაში მოყვანა და ა.შ.
          რესურსი წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული: ისტორიის  გაკვეთილებზე  და  გეოგრაფიის გაკვეთილებზე  სხვადასვა კლასში,შესაბამისი თემების განხილვის დროს და ა.შ.

                                                             პედაგოგი: ნაზიბროლა  თედორაძე

                              რესურსის  გამოყენების  ინსტრუქცია
რესურსი: "მსოფლიოს  გეოგრაფიული  რეკორდები."

      დავალება მომზადებულია.  learningapps.org - ში,  შედგება 8 დავალებისაგან, დაყენებულია  ავტომატური  მართვის ფუნქციაზე.  დავალებაში მოცემული მასალები  შეესაბამება  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებულ  საკითხებს. (მე-8 კლასის გეოგრაფია)
        დავალება მომზადებულია თემაზე:   "კონტინენტები"  და არის იტერაქციული ხასიათის, (მოსწავლეები ამოიცნობენ  დავალებაში მოცემულ  ობიექტსა და  მოათავსებენ  კროსვორდის შესაბამის ადგილზე.)
         რესურსი შეიძლება გამოყენებული  იქნას ისტორიის  და გეოგრაფიის გაკვეთილებზე  სხვადასხვა კლასებში  გარკვეული თემების შესწავლის დროს და ა.შ.

რესურსის  ლინკი:  https://learningapps.org/display?v=pjka6euht18


     

Комментариев нет:

Отправить комментарий