2018 წლის 11 ოქტომბერს,მე-11კლასის გლობალური გეოგრაფიის გაკვეთილზე, (პედაგოგი: ნაზი თედორაზე) თემის "გლობალური პრობლემების ურთიერთ კავშირის" განხილვის დროსყურადღება მიაქციესა და მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია "ეკოლოგიურმა პრობლემებმა"
ისინი მსჯელობდნენ და ერთმანეთს აზრს უზიარებდნენ არსებული პრობლემის შესახებ. და აღნიშნავდნენ რომ ყოველდღიორ ცხოვრებაში ველაზე ხშირად ეკოლოგიურ პრობლემებს ხვდებოდნენ.
მსჯელობის დროს გაჩნდა კითხვები: "ჩვენ რა სეგვიძლია", "რის გაკეთებას შევძლებთ", კითხვებმა წარმოშვა იდეა, (იდეის ავტორი: დიმიტრი -დიტო თუთბერიზე), რომ შემდგარიყო მოხალისეთა ჯგუფი და ქალაქის გარკვეული უბნები
დაესუფთავებინათ და გაეწმიდათ ასე უხვად მიმოფანტული პოლიეტილენის ფერადი პარკებისა, ბოთლებისა და თუნუქის ქილებისაგან. და თავიანთი წვლილი შეეტანათ ქალაქის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის საქმეში.
მალე ამ წამოწყებას მხარი დაუჭირეს, გიმნაზიის მე-10 კლასი მოსწავლეებმა და 20 ოქტომბერს დრის 2 საათზე 20-მდე მოხალისემ თავი მოიყარა გიმნაზიის ეზოში და ნაგვისაგან მთლიანად გაწმინდეს გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია და ქალაქის პარკის გზისპირა მონაკვეთი
Комментариев нет:
Отправить комментарий