Страницы


  ექსკურსია        გაკვეთილი

         2014 წლის   11  ოქტომბერს    წმ.გაბრიელ  ეპისკოპოსის სახელობის   სასულიერო გიმნაზიის   მე- 9  კლასში   მოეწყო  ინტეგრირებული  ექსკურსია გაკვეთილი:   საღმრთო სჯულს  ( პედაგოგი   დეკანოზი  პავლე ჩხიკვაძე)  ისტორიას   (პედაგოგი  ბადრი პაპავა)  და  საქართველოს გეოგრაფიაში   (პედაგოგი.  ნაზი თედორაძე)   ბორჯომ ბაკურიანის მიმართულებით.  თემა:  "საქართველოს მინერალური   რესურსები"
          გაკვეთილის მიზანი იყო  საქართველოს მინერალური რესურსებიდან შეგვესწავლა და განგვეხილა    ბორჯომოსა  და ლიკანის   ცნობილი  მინერალური  წყლები.
          მოსწავლეებმა სურვილის მიხედვით გაინაწილეს  თემები და შესაბამის ადგილზე
თვითონ აკეთებდნენ პრეზენთაციას.  ასევე დაგვეთვალიერებინა და მოგველოცა აქ არსებული   ეკლესია მონასტრები.  (ტიმოთეს უბამი,  მწვანე მონასტერი, ქვაბის ხევი, სადგერი და ა.შ.)    რომლის ისტორიულ როლსა და დანიშნულებაზე   მოსწავლეებთან ერთად საუბრობდა   ისტორიის პედაგოგი:  ბადრი  პაპავა.
         ხოლო სულიერებასა და მათ კულტურულ  დანიშნულებაზე   ვრცლად  იქადაგა  მამაო   პავლემ (ჩხიკვაძე).     მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები  სხვადასხვა ისტორიული   პერიოდებსა და მოვლენებზე.ვიგალობეთ საგალობლები  ტაძრებში.შორიდან დავინახეთ  2010 წლის აგვისტოს  ომის დროს გადამწვარი და განადგურებული   უნიკალური ტყის საფარი.
          ჩვენს მიერ დაგეგმილი  ექსკურსია გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო  და დატვირთული  მრავალფეროვანი   აქტივობებით.

                                                                             პედაგოგი: ნაზი  თედორაძე 

Комментариев нет:

Отправить комментарий