Страницы

воскресенье, 17 февраля 2019 г.

ტურისტულ-გეოგრაფიული წრე "პრომეთე"

     
                       ტურისტულ- გეოგრაფიული   წრე     "პრომეთე"

  • 2018 /2019 სასწავლო წელის  მე-2  სემესტრის   7 თებერვლიდან. წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ფუნქციონირება დაიწყო  ტურისტულ- გეოგრაფიულმა წრემ   " პრომეთე"
  • წრეში გაერთიანებულია  მე-8ა და მე-8ბ   კლასის 19 მოსწავლე
  1. აფხაძე                       მათე
  2. ბზიკაძე                    ნიკოლოზ
  3. ბაბუნაშვილი          მარიამ
  4. ბიბილეიშვილი      ლუკა
  5. გასვიანი                  თემური
  6. იობიძე                     დათო
  7. თედორაძე               გოგა
  8. კუხალაშვილი        რომან
  9. უგლავა                    ლუკა
  10. ფანცხავა                  გურამი
  11. ფანცხავა                 მარიამ
  12. შვანგირაძე              ნანა
  13. ჩირგაძე                    მირანდა
  14. ჩოგოვაძე                გიგი
  15. ჭუმბურიძე            დიანა
  16. ხვისტანი               მაგდა
  17. ავალიანი               დავითი
  18. მხეიძე                   დავითი
  19. ფაჩულია              სალომე
  • წრე  ტარდება   ყოველი კვირის   ხუთშაბათს   მე-7  გაკვეთილზე.
  • წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის  გაწერილი,რომელიც მიზნად ისახავს, მოსწავლის, როგორც სააზროვნო, ასევე  რუკაზე, კონტურზე  და სხვადასხვა  ფორმატში  მუშაობის უნარის განვითარებას.
  •   საწრეო მუშაობი  მიზანია:
  • ტურიზმითა და გეოგრაფიის საგნით   დაინტერესების გაზრდა,  სხვადასხვა   უნარ-ჩვევების  (კვლევა, ინფორმაციის   მოძიება,  მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, მოძიებული ინფორმაციის  სხვადასხვა ფორმატში  წარმოდგენა და ა.შ.)განვითარების ხელშეწყობა,საკუთარი რეგიონის ღრმად გაცნობა და მისი  ტურისტული პოტენციალის  გააზრება. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ეროვნული  სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით.
  • წრის მოკლე დახასიათება:
  •      ტურისტულ  გეოგრფიულ წრეში  "პრომეთე"   ნებაყოფილობით  გაერთიანებული არის მე-8ა და მე-8ბ  კლასის 18 მოსწავლე   წრის მუშაობა წარიმართება მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით  და  დატვირთული იქნება  სხვადასხვა სახალისო აქტივობებით,  პრაქტიკული სამუშაოებით,  ლაშქრობა-ექსკურსიებით.
  • წრის მუშაობა ხელს შეუწყობს  მოსწავლეებში   ინფორმაციის მოძიების, ჯგუფური მუშაობის,კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის, პრეზენტაციის   და სხვა სააზროვნო უნარების განვითარებას

  • ტურისტულ გეოგრაფიული  წრის  "პრომეთეს"სამუშაო  პროგრამა: 2018 /2019 სას.წ

თარიღი
წრის სამუშაო  პროგრამა

შემსრულებელი
შენიშვნა

7.02

  საორგანიზაციო  საკითხების  განაწილება  . მინი ლექცია

ნ.  თედორაძე


14.02

ტურიზმი. მოგზაურობისა დ დასვენების ერტ ერტი ძირითადი ფორმა.
თ. გასვიანი
გ. ჩოგოვაძე


21.02

ქ. წყალტუბოს ბანლეო ზონა. ცივი ტბა.
ლ.უგლავა
ნ.შვანგირაძე


28.02
გ.ახვლედიანის  სახ. მხარეთმცოდნეობის  მუზეუმი.  ოტიას ეზო  
მ. ფანცხავა. ლ. ფერცულიანი


7.03

გეგუთის ციხე
გ.თედორაძე
გ. ფანცხავა


14.03

ნიკო ლორთქიფანიძის სახლ მუზეუმი, ხოშტიბელის  ციხე დარბაზი
მ. ჩირგაძე.
ნ. ბზიკაძე


21.03

ვარლა
დ.ჭუმბურიძე,
დ, ავალიანი


28.03

ქვიტირის მეტეო სადგური
დ.იობიძე
მ. ბაბუნაშვილი


4.04
გუმათ ჰ.ე.ს.-ი და რიონ ჰ.ე.ს-ი
.
მ. ხვისტანი,
მ.აფხაძე


11.04
თეთრი მღვიმე
ნ. შვანგირაძე.ს. ფაჩულია


18.04

სათაფლიის მღვიმე
.ლ. ფერცულიანი.
მ. ფანცხავა


2.05

პრომეთეს    მღვიმე
დ. ავალიანი
მ.აფხაძე


9.05

საწურბლიის  მღვიმე
მ. ჩირგაძე
მ.ფანცხავა


16.05

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი
დ.იობიძე
მ.ბაბუნაშვილი


23.05

აგროტურიზმი (სასოფლო  ტურიზმი)
შემაჯამებელი მუშაობა
კლასი
ნ.თედორაძე


  • 2019 წლის  7 თებერვალს ქ.წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში  ჩატარდა  ტურისტულ- გეოგრაფიული წრის   "პრომეთეს"   პირველი მეცადინეობა.
    სადაც განვიხილეთ   წრის სამუშაო პროგრამა, ორგანიზაციული საკითხები.  ჩავატარე მინი ლექცია ტურიზმის სახეების, ტურისტული ინდუსტრიისა და ჩვენს ქალაქში მისი განვითარების პერსპექტივების  შესახებ.
    დავგეგმეთ სხვადასხვა სახის აქტივობები. მოსწავლეებმა გამოთქვეს მზად ყოფნა და თანამშრომლობის სურვილი

  • 2019 წლის  14 თებერვალს წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში  ჩატარდა ტურისტულ   გეოგრაფიული წრის "პრომეთეს " მეცადინეობა . სადაც განხილული იყო ტურიზმი როგორც  მომსახურეობის სფეროს ყველაზე წამყვანი და მომგებიანი დარგი, (   პრზენტატორები:  გასვიანი თემური,  ჩოგოვაძე გიგი)   
    ტურიზმის განვითარებამ დასაბამი მისცა მთელი რიგი საერთაშორისო და  ორგანიზაციების შექმნას. მათ შორისაა " მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაცია", " "არაბთა  ტურიზმის კავშირი", "აფრიკული ტურიზმის განვითარების ორგანიზაცი" და სხვა  ტურიზმს როგორც კომერციულ საქმიანობას  საფუძველი ჩაეყარა 1841 წელს  როდესაც ინგლისელმა კომერსანტმა  ტომას კუკმა პირველად გაუწია  ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება დამატარებლის ბილეთები შეისყიდა რომელიც შემდეგ მგზავრებს მიჰყიდა და გზაში ექსპრეს მძღოლის ფუნციაც თვითონ იკისრა,
    ბრიტანეთში ეს ტურისტული ფირმა დღესაც არსებობს   სახელწოდებით  "ტომას კუკ ენდ სან." გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1967 წელი ტურიზმის წლად იყო  გამოცხადებული  დევიზით  "ტურიზმი - გზა მშვიდობისაკენ"

  • 2019  წლის 21 თებერვალს,ქ. წყალტუბოს  სასულიერო გიმნაზიაში, ჩატარდა  ტურისტულ-გეოგრაფიული წრის "პრომეთე"-ს მეცადინეობა.
    მოსწავლეებმა  განიხელეს  წყალტუბოს "ბანლეოლოგიური ზონა" 
     რომელიც  მიეკუთვნება რეკრიაციული ანუ სამკურნალო ტურიზმსა  და  "ცივი ტბა",რომელიც ექსტრემალური ანუ სათავგადასავლო ტურიზმის სახეა, კერძოდ რაფტინგი, (ჯომარდობა)
    ორივე თემის დახასიათება მოსწავლეებმა წარმოადგინეს როექტის სახით, შემდეგ მათ მიერე შემუშავებული  მარშუტით მოვაწყვეთ ლაშქრობა: გიმნაზია-პარკი-  ბანლეო ზონა- მე-6  წყარო- ცივი ტბა -გიმნაზია. ყველა ობიექტზე მოსწავლეები
    აკეთებდნენ მოკლე პრეზენტაციას  და ხალისით გამოთქვამდნენ მოსაზრებებს.

  • 2019 წლის 28 თებერვალს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობი, ქ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში   ჩატერდა ტურისტულ- გეოგრაფიული წრის "პრომეთე"-ს მეცადინეობა.
    წრეზე განხილული იყო  კულტურული ანუ შემეცნებითი ტურიზმი. პრეზენტატორებმა ისაუბრეს რომ ტურიზმის ამ  სახეის საფუძველს წარმოადგენს  ქვეყნის (ჩვენს შემთხვევაში,წყალტუბოს რეგიონის) ისტორიულ -კულტურული პოტენციალი,რომელიც მოიცავს:მთელ სოციალ კულტურულ გარემოს, ტრადიციებითა და წესჩვეულებებით.
  •       ასევე პრეზენტატორებმა  (დათო იობიზე, გიგი უგლავა, თემური გასვიანი, მარიამ ფანცხავა და სხვა)  აღნიშნეს, რომ მისი მასიური განვითარებისათვის საჭიროა კულტურულ ობიექტთა   კონცენტრაცია, როგორიცაა
  • არქეოლოგიური ძეგლები, კულტურა და სამოქალაქო  არქიტექტურა,ლანდშაფტური  არქიტექტურის ძეგლები,მუზეუმები,
    თეატრები,საგამოფენო დარბაძები  და ა.შ.  ამიტომ მოსწავლეებმა  წინასწარ მომოიპოვეს ინფორმაცია და განვიხილეთ გ.ახვლედიანის სახელობის ქ.წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე
    და ოტიას ეზოზე  სადაც თავმოყრილი და დაცულია წყალტუბოს რეგიონში არსებული ყველა ძეგლი თუ ექსპონანტები
  •  მეცადინეობის შემდეგ ვეწვიეთ აღნიშნულ ობიექტებს  თუმცა ამინდის გაუარესების გამო  ვერ შევძელით  " ოტიას ეზოს"  მონახულება და ვიზიტი შემდეგისათვის გადავდეთ.

  • 2019 წლის  7 მარტს, წმ. გაბრიელ  ეპისკოპოსის სახელობის ქ. წყალტუბოს სასულიერო  გიმნაზიაში  ჩატარდა  ტურისტულ გეოგრაფიული წრის "პრომეთე'-ს  მეცადინეობა. მეცადინეობა დაეთმო კვლავ კულტურულ,
    შემეცნებით ტურიზმსა და ამჯამად განვიხილეთ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ  გეგუთში არსებული  ფეოდალური ხანის  საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი,  გეგუთის ციხე -დარბაზი 
    (პრეზენტატორები:  მ.ფანცხავა, გ. ჩოგოვაძე,  გ. თედორაძე) რომელიც ქართველი მეფეების ერთ-ერთი რეზინდენცია იყო  მე-12,   მე-13  საუკუნეებში.
       მე-18 საუკუნეში  სასახლე ძლიერ დაზიანდა იმერეთის მეფის  სოლომონის დროს. მაგრამ ნანგრევებიც  დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველში

  • 2019 წლის   14 მარტს.  წმ გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქ. წყალტუბოს სასულიერო   გიმნაზიაში  ჩატარდა ტურისტულ- გეოგრაფიული წრის.  "პრომეთე"-ს  მეცადინეობა.
      მეცადინეობაზე  ამჯერად  განვიხილეთ და ვესტუმრეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ჩუნეში მდებარე, ცნობილი  ქათველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის 
      ნიკო ლორთქიფანიძის  სახლ მუზეუმს. (პრეზენტატორები: (მირანდა ჩირგაძე, დავით მხეიძე,დავით ავალიანი) მუზეუმის.
    დათვალიერების შემდეგ ლაშქრობა მოვაწყვეთ ლორთქიფანიძეების   ხოშტიბელის ძველ რეზინდეციაში,
    სადაც შემორჩენილია კარიბჭის ორი კოშკი და გალავნის ნანგრევები 

  •              2019  წლის  21 მარტს  წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა ტურისტულ გეოგრაფიული წრის "პრომეთეს მეცადინეობა.
    ამჯერად ხელოვნების მასწავლებელ თეა სულაბერიძესთან ერთად ვეწვიეთ  გალერია ვარლას,სადაც მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებმა ისაუბრეს ხელოვნების ისეთ დარგებზე როგორიცაა:
    მხატვრობა, ძერწვა, ხეზე და ქვაზე კვეთა სიამოვნებით დავათვალიერეთ დარბაზში გამოფენილი ნამუშევრები და ამ თემით  დავამთავრეთ  შემოქმედებითი ( კულტურული ) ტურიზმი.

  • 2019 წლის 28  მარტს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. ქ.წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა  ტურისტულ გეოგრაფიული წრის "პრომეთეს" მეცადინეობა.
    მეცადინეობაზე განვიხილეთ გეოგრაფიული ტურიზმი და მისი სახეები. (პრეზენტატორები: დათო იობიძე,  მათე  აფხაძე  და მარიამ ბაბუნაშვილი.) მეცადინეობის თემა საქართველოს მეტეო სადგურები
    .განსაკუთრებით ყურადრება  გაამახვილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიფელ  ქვიტირში  მდებარე  მეტეო სადგურზე.
    რომელიც მოვინახულეთ და დავათვალიერედ ის ხელსაწყოები  რომლითაც ხდება ჰავის მახასიათებლების განსაზღვრა


  • 2019 წლის 4 აპრილს   წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში  ჩატარდა  ტურისტულ გეოგრაფიული წრის "პრომეთეს"  მეცადინეობა, მეცადინეობაზე  განხილული იყო წყალტუბოს ენერგო რესურსები( გუმათ  ჰ.ე.ს-ი, ვარცი ჰ.ე.ს-ი, და რიონ  ჰ.ე.ს.-ი
      (პრეზენტატორები: დიანა ჭუმბურიძე, ნანა შვანგირაძე და ლუკა  უგლავა) მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს ენერგეტიკული  დარგის როლი რეგიინის განვითარებაში.
  •  
  • 2019 წლის 11 აპრილს  წყალტუბოს საულიერო გიმნაზიაში  ჩატარდა ტურისტულ გეოგრაფიული წრის  "პრომეთეს" მეცადინეობა  მეცადინეობაზე  განხილული იყო სპალეო ტურიზმი.
    ამ თემას განსაკუთრებით მეტი ყურადღება დავუთმეთ რადგან წყალტუბო მდიდარი არის კარსტული მღვიმეებით.
    წრის მუშაობაზე პირველად განვიხილეთ  ქალაქთან ახლოს მდებარე "თეთრი მღვიმე" მოსწავლეებმა(პრეზენტატორები:დიანა ჭუმბურიძე და შვანგირაძე ნანა) ისაუბრეს მის მდებარეობასა და დანიშნულებაზე
    და ყურადღება გაამახვილეს მღვიმეში ნაპოვნ აქეოლოგიურ  ნამარხებზე.



  • 2019 წლის 18 აპრილს  წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა ტურისტულ გეოგრაფიული წრის  "პრომეთეს" მეცადინეობა.
    მეცადინეობაზე განხილული იყო  სათაფლიის   კარსტული მღვმე, (პრეზენტატორები:გასვიანი თემური, ჩოგოვაძე გიგი,თედორაძე გოგა და ფერცულიანი ლერი)მოსწავლეებმა ისაუბრეს მღვიმის აღმოჩენის ისტორიასა და დიდი გეოგრაფისა და მკვლევარის პეტრე ჭაბუკიანის შესახებ.
    მღვიმის კლიმატის თავისებურებასა და კირქვული ნაღვენთების წარმოქმნის პროცესის შესახებ.
    ვნახეთ დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი რომლებიც ასე იშვიათია მსოფლიოში. ყურადღება გაამახვილეს მღვიმის სამკურნალო თვისებებზე.

  • 2019 წლის 2 მაისს წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა  ტურისტულ  გეოგრაფიული წრის "პრომეთეს"  მეცადინეობა   მეცადინეობაზე განხილული იყო  პრომეთეს კარსტული მღვიმე.
    ( პრეზენტატორები: დიანა ჭუმბურიძე, დავით ავალიანი, და  ლუკა უგლავა)მოსწავლეებმა ისაუბრეს მღვიმის მდებარემბასა და აღმიჩენის ისტორიასა და მღვიმის აღმომცენელ ჯუმბერ ჯიშკარიანზე. დააღნიშნეს რომ თავდაპირველად მღვიმეს ომის შემთხვევაში თავდაცვითი ფუნქცია უნდა ქონოდა შემდეგ კი მან  ტურისტული  ფუნქცია შეიძინა.
    მღვიმეში მოეწყო თანამედროვე ინფრა სტრუქტურა, დაცულია უსაფრთხოების წესები და ვიზიტორებს სთავაზობს რამდენიმე სახის მომსახურებას როგორიცაა კეთილმოწყობილი დარბაზების დათვალიერება, ნავით გასეირნება და სანკურნალო თერაპია.შემდეგ მოვაწყვეთ ექსკურსია წყალტუბო პრომეთეს მიმართულებით.


  • 2019 წლის  9 მაისს წყალტუბოს სასულიერო   გიმნაზიაში ჩატარდა ტურისტულ გეოგრაიული წრის "პრომეთეს" მეცადინეობა.თემა:  საწურბლიის მღვიმე (ეხი) პრეზენტატორები (ჩირგაძე მირანდა,ბზიკაძე ნიკოლოზი,ფანცხავა გურამი და მხეიძე დავითი) ბუნების ეს ძეგლი მდებარეობს სოფელ ყუმისთავში,მდინარე სემის მარცხენა სანაპიროზე,წყალტუბოდან 7,5 კილომეტრზე, ხოლი პრომეთეს მღვიმედან 2 კილომეტრზე.
მღვიმე წარმოადგენს კირქვებში გამომუშავებულ: სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით  და დიდი ზომის გვირაბებით  მდიდარ მღვიმეს, რომლის შესასვლელი იხსნება ასიმეტრიული ძაბრის ფსკერზე. შუა საუკუნეებში მღვიმეს იყენებდნენ თავშესაფრად,
    იმერთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის  ზაალ კვანტალიანის თქმით,
დღეს ეს მღვიმე არის  პირველი საერთაშორისო სტანდარტების  სპელეო- გამაჯაჯანსაღებელი  მღვიმე კავკასიის რეგიონში, ასევე მას ექნება  სამედიცინო ტურიზმის დანიშნულება მღვიმეში არსებული უნოკალური მიკროკლიმატის გამო. და ექსპერტების  სდასკვნით ამ ადგილს  ევროპაში  მსგავსი ანალოგი არ გააჩნია.

  • 2019 წლის16 მაისს წყალტუბოს სასულიერო გიმნზიაში, ჩატარდა ტურისტულ გეოგრაფიული წრის "პრომეთეს " მეცადონეობა. მეცადინეობაზე განხილული იყო  "მწვანე" ანუ ეკოლოგიური  ტურიზმი.  (პრეზენტატორები: მარიამ  ბაბუნაშვილი, მათე აფხაძე, დათო იობიძე)           
    პრეზენტატორებმა აღნიშნეს რომ ტურიზმის ეს სახე   ბუნებაში დასვენებასა და ამავე დროს მასზე ზრუნვას   გულისხმობს. 
    რომ ეკოტურიზმის მიზანია  გარემოს ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება და მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების ამაღლება.  ეკოტურიზმის განვითარებაში დიდ როლს  ასრულებს ეროვნული პარკები, ნაკრძალები და სხვა სახის დაცული ტერიტორიები. მაგალითისათვის განიხილეს ქ. ქუთაისში მდებარე ბოტანიკური ბაღი, 
     მეცადინეობის შემდეგ  გავწმინდეთ გიმნაზიის უკან მდებარე ტერიტორია და დავრგეთ ყვავილები. 
    ამ ინიციატივას მალე მიმდევრები გამოუჩნდნენ და მე-8ბ და მე-9ბ კლასის მოსწავლეებმაც   გაასუფთავეს ნაკვეთი ყვავილების დასარბავად, იმედია ამ ინიციატივას სხვა კლასებიც აუბავენ მხარს.




  •            2019 წლის 23  მაისს წყალტუბო საულიერო გიმნაზიაში  ჩატარდა  ტურისტულ გეოგრაფიული წრის  "პრომეთეს"  მეცადინეობა.  მეცადინეობში  ჩართული იყო  მთელი კლასი,  პრეზენტატორებმა აღნიშნეს, რომ აგროტურიზმი  (სასოფლო ტურიზმი)  ევროპაში მე-20 საუკუნის   70-იან  წლებში გაჩნდა.
    ამ პერიოდში  ევროპის ბევრ ქვეყანაში მეტად მწვავე ეკოლოგიური სიტუაცია შეიქმნა, რის გამოც დიდი ქალაქებისა და სამრეწველო  ცენტრების მცხოვრებლებს  ბუნებაში, სუფთა ჰაერზე დასვენება და  ჯანსაღი ნატურალური პროდუქტებით  კვება სურდა. ტურიზმის ეს სახეობა დღესაც პოპულარულია,  აგროტურიზმის ერთ ერთი სახეობა არის  ღვინის ტურიზმი.
    რადგან საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანა არის ამიტომ მოსწავლეებმა წარმოადგნეს თავიანთი სოფლები და ამხანაგებს გააცვნეს მათი ღირსშესანიშნაობები და  აქ გავრცელებული ვაზის ჯიშები და   მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად.
    ასევ  იმოგზაურეთ  ლეჩხიმში, ღაჭაში, იმერეთსა და სხვა რეგიონებში. დასასრულს კი შევაჯამეთ გაწეული მუშაობა და გავანაწილეთ საზაფხულო დავალებები.
                                                                       

Комментариев нет:

Отправить комментарий