ღია გაკვეთილის გეგმები
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის
მასწვლებელთა შიდა შეფასების ჯგუფის თავჯდომარეს ბატონ: გ.საჩკოვს
ამავე გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებლის
ნაზი თედორაძის
მ ი მ ა რ თ ვ ა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
ფარგლებში 2017 წლის 27 დეკემბერს სურვილი მაქვს მე-7 ა კლასში ჩავატარო გაკვეთილი შემაჯამებელის სახით. "მთები და ვაკეები." რომელზედაც შეფასების მიზნით დამესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფი.
დანართი: გაკვეთილის გეგმა( 7 ფურცელი )
ხელმოწერა: ნ.თედორაძე
თარიღი: 22.12..2017 წელი
გაკვეთილის გეგმა გეოგრაფიაში
1.გაკვეთილის თემა
|
მთები და ვაკეები
|
2. სწავლების
საფეხური
|
საბაზო. VIIა კლასი
|
3.მასწავლებლის
გვარი და სახელი
|
თედორაძე ნაზიბროლა
|
4.მოსწავლწთა
რაოდენობა
|
20 მოსწავლე
|
5. სსმმ მოსწავლე
|
არცერთი
|
6.დრო
|
45 წუთი
|
7.გაკვეთილის სასწავლო
მიზნები
|
ნახევარსფეროების რუკაზე მუშაობის,ჯგუფური მუშაობის,პრეზენტაციის,
ტექნოლოგიების გამოყენების, შეფასებისა და ურთიერთ შეფასების უნარ-
ჩვევების განვითარება მთებისა და ვაკეების შესწავლა
და კონტურზე გადატანა.
|
8.სტანდარტი
|
გეო:VII-6.
მოსწავლეებს, შეუძლიათ დაუკავშიროს ერთმანეთს რელიეფის
ფორმები და რელიეფ წარმომქმნელი პროცესები
|
9.ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული
მისაღწევი შედეგები.
|
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახასიათებს,რელიეფის ძირითად ფორმებს.
· ანსხვავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ (კარსტული,გლაციალური,
და ა.შ.)პროცესებს.
· მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ,ბინებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე
· კონტურულ რუკაზე დააქვს მსოფლიოსა და საქართველოს ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები.კონტინენტების უმაღლესი მწვერვალები.
|
10.აქტივობები და
თანმიმდევრობა
|
აქტივობა.1.მისალმება.კლასის ორგანიზება,გაკვეთილის მიზნებისა
და შეფასების სქემის გაცნობა 2 წუთი
აქტივობა.2.გონებრივი იერიში 5 წუთი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიმეორონ და გაიხსენონ წინა გაკვეთილებზე ნასწავლი მასალა,რაც ხელს შეუწყობს მათ ახალი მასალის
ათვისებაში,კლასს ვუსვამ შეკითხვებს ნასწავლი მასალის ირგვლივ, ვიხსენებთ ყველა იმ ცნებას და ტერმინს რაც მოცემულ მასალას ეხება.
აქტივობის შედეგი:
მოსწავლეებმა გაიხსენეს ცნებები და განმარტებები და
მოემზადნენ შემდეგი აქტივობისათვის.
აქტივობა.3.დავალების შემოწმება და მომზადებული პრეზენტაციების
წარმოდგენა გაკვეთილზე. 12 წუთი.
პრეზენტაციის თემა: "მთები და ვაკეები"
კლასი დავყავი 4 ჯგუფად,თითოეულმა ჯგუფმა შეარჩია მისთვის
სასურველი სახელი."კავკასიონი," "ერებუსი,"
"შტორმი, "ცუნამი" თითოეული ჯგუფის სახელი შეესაბ-
ამებოდა ჯგუფის მიერ განსახილველ მასალას.ყველა ჯგუფმა აირჩია
კაპიტანი რომელმაც ჯგუფში გადაანაწილა ფუნქციები.
თითეულ ჯგუფს ეძლევა დავალება შეარჩიოს მისთვის სასურველი
თემა და ისაუბროს მის შესახებ,წარმოშობის შესახებ,განმასხვავებელ თავისებურებებზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე, და ა. შ.
ამავე დროს მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ მომზადებულ ვიდეო
მასალას განსახილველი თემის შესახებ შესახებ. რომელიც მოზადებული აქვთ
" Power Point"-ში
ასევე აქვთ დავალება პრეზენტაცია გააკეთონ რელიეფის რომელიმე ფორმაზე, მაგ.მთების წარმოშობა,ვაკეები და მათი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მათთან დაკავშირებული სტიქიური, თუ ეკოლოგიური პრობლემები. და ა.შ.
პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ სხვა ჯგუფები სვამენ კითხვებს განხილული მასალის ირგვლივ და აფასებენ პასუხის სისწორეს.
პრეზენტატორი ჯგუფი კი ცდილობს შეარჩიოს და უპასუხოს ყველაზე
ყველაზე კარგად მომზადებული და ჩამოყალიბებული პასუხი.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები ეჩვევიან პრეზენტაციის მომზადებას და წარმოდგენას აუდიტორიის წინაშე,ეჩვევიან ინტერნეტ სივრცის აქტიურ მოხმარებას და "power point"-ში მუშაობას.ასევე იძენენ შეფასებისა და თვით შეფა-
სების უნარ-ჩვევებს, თითეულ პრეზენტაცის მასწავლებელი აფასებს
განმსაზღვრელი შეფასებით. (დანართი-2)
ხოლო ჯგუფურ მუშაობას განმავითარებელი შეფასებით(დანართი-1)
აქტივობის შედეგი:
განუვითარდათ პრეზენტაციისა და მისი წარმოდგენის,ასევე შეფასებისა
და თვითშეფასების უნარები, მიიღეს ცოდნა და ახალი ინფორმაცია ინტერნეტ სივრციდან.
აქტივობა-4 ვენის დიაგრამის 1წთ გამოყენებით მოსწავლეები განსაზღვრავენ რელიეფის ფორმების მგავსება განსხვავებას (დანართი 6)
მიზანი; მოსწავლეები განამტკიცებენ მიღებულ ცოდნასა და ნასწავლ მასალას გამოხატავენ სხავა ფორმატში.
შედეგი: უნითარდებათ დაკვირვების.მსჯელობის.გადაწყვეტილების მიღების უნარი,განამტკიცებენ ახალ მასალას და იმეორებენ უკვე ნასწავლს.
აქტივობა - 5: ჯგუფური მუშაობა. 10წუთი.
მიზანი: ჯგუფურ მუშაობას ვიყენებ წინა გაკვეთილებზე ნასწავლი მასალის გასამტკიცებლად. თიითეულ ჯგუფს დაურიგდება ბარათები ,
დავალებით (დანართი-4) " დაასრულეთ წინადადება,""იპივნეთ შეცდომა" ჯგუფმა უნდა გამოიცნოს გამოტოვებული სიტყვა და ჩაწეროს შესაბამის ადგილზე აღნიშნული ობიექტი . ან იპოვნოს შეცდომა და შემოხაზოს ამისათვის მათ სჭირდებათ რუკის ან ატლასის გამოყენება.
შედეგი:
მოსწავლეს უნვითარდება უნარი ნასწავლი მასალა განამტკიცოსა და
სხვა ფორმატში გამოსახოს. და ამისათვის გამოიყენოს სახვადასხვა
რესურსი (რუკა, ატლასი, კონტური და ა.შ.)
ჯგუფების წარმომადგენლებს ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით, (დანართი 2) თითოეულ ჯგუფს კი განმავითარებელი შეფასებით
(დანართი 1)განმავითარებელი შეფასებით ასევე ვაფასებ მოსწავლეთა ჩართულობას ჯგუფურ მუშაობაში (დანართი 3)
აქტივობა 6. 10- წუთი:
თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალებად მათ მიერ წარმოდგენილი მთები და ვაკეები დაალაგონ მითითებული მიმართულებით,მაგ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ან პირიქით.და ა.შ. და აღნიშნული ობიექტები დაიტანონ კონტურულ რუკაზე, შესრულებული სამუშაო კი
შესამოწმებლად გადაეცემა სხვა ჯგუფს,
მიზანი: ნასწავლი მასალის გახსენება განმტკიცება და ახალი მასალის ათვისება,
შედეგი:
ფიქრის,კრიტიკული აზროვნების და ლოგიკური მსჯელობის უნარის
განვითარება,სხვისი აზრის მიღება - გათვალისწინება, შეფასებისა და თვითშეფასების უნარის განვითარება.
აქტივობა 7: 5 წუთი საშინაო დავალების განაწილება და გაკვეთილის შეფასება მასწავლებლის მიერ.
|
11.შეფასება
|
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
|
12.საკლასო
მენეჯმეტი და
საგანმანათლებლ
რესურსები
|
კომპიუტერი კომპიუტერული პროგრამა power pointi.პროექტორი,სახელმძღვანელო,
გეოგრაფია მე-7 კლასი,(ჭანტურია, ბლიაძე)რვეული დაფა ,ცარცი,ატლასი, კონტური, ნახევარსფეროების რუკა,თაბახის ფურცლები,მარკერები;
|
შეფასების რუბრიკები
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (დანართი 1)
საშუალო
|
კარგი
|
ძალიან კარგი
|
ჯგუფი
დამაკმაყოფილებლად მუშაობს,მიცემული დავალების შესრულებისას უშვებს
შეცდომებს,განიცდის
დროის დეფიციტს.
|
კარგად იმუშავეს, მაგრამ
ნამუშევარი არ არის ესთეტიკურად მაღალ დონეზე შესრულებული
ეტყობა დროის დეფიცი-
ტი,დასჭირდათ მასწავლე-
ბლის მცირეოდენი
დახმარება.
|
მუშაობენ მასწავლებლის
ჩარევის გარეშე. წარმიდგენილია უშეც-დომო,მაღალ დონეზე
შესრულებული
ნამუშევარი.
|
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
მთები და ვაკეები გეოგრაფიის კურსის ის საკითხები არის,რომლებიც მოსწავლეებში აღძრავს მძაფრ ინტერესს,ფანტაზიას,თავგადასავლებისა და მოგზაურობის ბუნებრივი მოვლენების ახსნისა და მასში გარკვევის მძაფრ სურვილებს,ამიტომ გადავწყვიტე ამ საკითხების შესწავლისათვის მეტი ყურადღება დამეთმო და მოგვემზადებია და ჩაგვეტარებია გაკვეთილი,რომელზედაც დაკვირვებას განახორციელებდა შიდაშეფასების ჯგუფი,გაკვეთილის თემა: "მთები და ვაკეები"
გაკვეთილის მიზანის შესაბამისად:
· მოსწავლეები პრეზენტაციის მომზადების პროცესში გაიღრმავებენ ცოდნას " მთები და ვაკეების" შესახებ.ეცნობიან მათ წარმოშობას, გავრცელების კანონზომიერებას და მათთან დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენებს და მათი თავიდან აცილების ღონისძიებებს. მიეჩვევიენ ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის მოპოვებას,მის დახარისხებას, power point-ში პრეზენტაციის მომზადებას და წარდგენას აუდიტორიის წინაშე რომელიც შეფასებული იქნა განმსაზღვრელი
შეფასებით ( დანართი 2)
მოსწავლეებმა შეძლეს:
· მთების და ვაკეების დახასიათება. ცნებების განმარტება,ნახევარსფეროების რუკაზე აღნიშნული ობიექტების პოვნასა და მის გადატანას კონტურულ რუკებზე. ი.ს.ტ-ის გამოყენებით საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და ჩვენებას.
· ჯგუფური მუშაობის დროს განუვითარდათ მოსმენის, სხვისი აზრის მიღებისა და თანამშრომლობითი უნარები, მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
· ასევე გამოუმუშავდათ: თვითშეფასებისა და ურთიერთ შეფასების უნარ-ჩვევები.
მუშაობა დავიწყეთ პრეზენტაციის მომზადებით.მოსწავლეებს ინტერნეტ სივრცეში უნდა მოეძებნათ მასალები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, და აეტვირთათ power point-ში. ყველამ შეასრულა მოცემული დავალება,შემდეგ კი საუკეთესო შეარჩიეს და წარმოადგინეს ღია გაკვეთილზე. კლასი დაიყო ოთხ ჯგუფათ. თითოეულ ჯგუფში შეირჩენ პრეზენტატორები რომლებმაც ჯგუფებში ფუნქციები გადაანაწილეს. ღია გაკვეთილის დასაწყისში პრეზენტაციის მომზადებას მოსწავლეთათვის ხელი უნდა შეეწყო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ ცნებებისა და განმარტებების განმეორებაში,დაკვირვებოდენ და აღმოეჩინათ,მთებსა და ვაკეებს შორის მსგავსება- განსხვავება, და გამორჩეული თავისებურებები გამოეყოთ და აღენიშნათ.
ჯგუფური მუშაობა უნდა შემეფასებინა რუბრიკით, რომელიც წარმოდგენილია პირველ დანართში (დანართი 1) ასევე გამომეყენებინა მოსწავლეთა შეფასება და თვით შეფასება,
გაკვეთილი მიმდინარეობდა შემუშავებული გეგმის მიხედვით. დაფაზე ეწერა გაკვეთილის თემა მიზანი,თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული იყო შეფასების რუბრიკები.
პირველი აქტივობა წარმატებით ჩატარდა, გავიმეორეთ და გავიხსენეთ ცნებები ტერმინები,განვმარტეთ უცხო სიტყვები, რაც საგაკვეთილო თემას უკავშირდებოდა,
მეორე აქტივობაც წარმატებული იყო. მოსწავლეების მიერ გაკეთბული პრეზენტაციები, საინტერესო და ამომწურავი იყო, ჯგუფურ მუშაობაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე.აქტივობის ბოლოს ყველა შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით.
მეოთხე აქტივობა,-ჯგუფური მუშაობა შედეგიანი აღმოჩნდა,თითეულ ჯგუფს დაურიგდა ბარათები დავალებით "დაასრულეთ წინადადება" და "იპოვეთ შეცდომა" (დანართი 4.) უნდა გამოეცნოთ გამოტოვებული სიტყვა და სწორად ჩაესვათ შესაბამის ადგილზე,თუ საპოვნი ობიექტი რომელ კონტინენტს ეკუთვნოდა. ან ეპოვათ შეცდომა ან სწორი პასუხი მოცემულ დავალებაში. თუმცა ერთ-ერთი ჯგუფი დროში ვერ ჩაეტია და დავალებაც არ იყო სრულყოფილი.
მეხუთე აქტივობა უფრო სახალისო იყო ჯგუფებს ისევ დაურიგდათ ბარათები დავალებით, (დანართი-5.)
თანმიმდევრულად დაელაგებინათ აღნიშნული ობიექტები,დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ან პირიქით. და შესრულებული სამუშაო შესამოწმებლად გადაეცეს სხვა ჯგუფს,თვითონ კი აღნიშნული ობიექტები დაიტანონ კონტურულ რუკაზე.
შემდეგ მოსწავლეებმა ვენის დიაგრამის გამოყენებით დააზუსტეს მთებსა და ვაკეებს შორის არსებული მსგავსება- განსხვავება.(დანართი 3)
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მიეცათ, განსხვავებული და სახალისო საშინაო დავალება, წარმოსახვით იმოგზაურონ მათვის სასურველ მთაში, ან ვაკეზე,გამოიყენონ გეოგრაფიული ცოდნა და აღწერონ თავგადასავლები,რომლებიც მოგზაურობის დროს გადახდებათ თავს.ეს დავალება მათ საშუალებას მისცემდათ გაეხსენებინათ ძველი მასალა და უფრო კარგად აეთვისებიათ ახალი მასალა, დაეხვეწათ და გაეთავისებიათ ის უნარ-ჩვევები რაც გაკვეთილზე გამოიმუშავეს.
გაკვეთილის შეჯამება , დასახული მიზანი კარგად განხორციელდა, თუმცა მოლოდინი უფრო მეტი იყო, რასაც მომავალ მუშაობაში გავითვალისწინებ. მოსწავლეებს ტექნოლოგიებთან სამუშაოდ მეტი დრო სჭირდება, რაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესო,აუცილებელია მეტი ყურადღება დავუთმო მოსწავლეთა თვითშეფასებას,ჩართულობას, და რაც შეიძლება ხშირად გამოვიყენო განმავითარებელი შეფასება,ჯგუფის და თითოეული მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად.
პედაგოგი; ნაზიბროლა თედორაძე.
27 დეკემბერი.2017წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий